საქართველოს პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონზე მუშაობას აგრძელებს - ოპოზიცია კანონპროექტს მხარს ისევ არ უჭერს და ფიქრობს რომ ის ევროკომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. მმართველი პარტია კი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის პროექტი უკრაინული კანონის იდენტურია, ამ უკანასკნელმა კი ევროკომისიის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.