დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმში 40-ზე მეტმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და 150-მდე წარმოდგენილი ვაკანსიიდან სასურველი შეერჩიათ. ქუთაისის შემდეგ, 15-ტ ნოემბერს, დასაქმების ფორუმი რუსთავში გაიმართება. დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ნოემბერ- დეკემბერში კიდევ ხუთი დასაქმების ფორუმია ჩანიშნული.