სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ბიძაშვილს, ნიკოლოზ გოგაშვილს სასამართლომ აღკვეთი ღომისძიების სახით პატიმრობის 10 000-ს ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებული პირი საპატიმროს მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. ნიკოლოზ გოგაშვილს ცეცხლსასორილი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება ბრალად. პატიმრობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. დანაშაული 6-დან 9-წლამდე თავისუფლებს აღკვეთას ითვალისწინებს.