პრემიერ-მინისტრი სომხეთის ახალ ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.