თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის" ყოფილ წამყვანის, ლაშა ნაკაიძის პროცესი მიმდინარეობს. ნაკაიძეს ბრალი გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ედება.
სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, რომელსაც ბრალდებულიც ესწრება. ადვოკატის განმარტებით, ლაშა ნაკიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
სამართალდამცველებმა ნაკაიძე 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.