კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთი არამოსამართლე წევრობის კანდიდატი წარადგინა. როგორც მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, კოალიცია მხარს უჭერს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" პროფესორს ლიკა საჯაიას, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელს ანა აბაშიძეს, ადვოკატ დიმიტრი ხაჩიძეს, „კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლებისთვის ორგანიზაციის" ხელმძღვანელს სულხან სალაძესა და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძეს.