ექიმი ძილი , ცნობილი ამერიკელი მწერლის , სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 2013 წელს გამომცელობა Scribner-ის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში , ინგლისურ ენაზე გამოიცა და ის სტივენ კინგის მიერ 1977 წელს გამოქვეყნებული წიგნის „ნათების“ გაგრძელებას წარმოადგენს.წიგნში მოვლენები სასტუმრო „ოვერლუკის“ ამბებიდან 29 წლის შემდეგ ვითარდება , მთავარი გმირი დენი ტორანსი , უკვე ზრდასრული მამაკაცია, რომლის ცხოვრებაზე და ფსიქიკურ მდგომარეობაზე მისი მშობლების ისტორიამ საშინელი კვალი დატოვა. დენი მისი მისტიკური შესაძლებლობების – “ნათების” – ჩახშობას ალკოჰოლის დახმარებით ცდილობს, რითაც იგი მამის კვალს მიჰყვება. მაგრამ ერთ დღეს ის სმის მიტოვებას გადაწყვეტს და მოხუცებულთა თავშესაფარში დაიწყებს მუშაობას, სადაც უიმედო ავადმყოფ პაციენტებს ეხმარება და თავისი ნიჭის დახმარებით, მათ სიკვდილისთვის ამზადებს. დენის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება მას შემდეგ , რაც საავადმყოფოში 12 წლის გოგონას აბრა სტოუნს ხვდება, რომელიც ასევე ზებუნებრივ შესაძლებლობებს ფლობს. გოგონა დენის იდუმალი ჯგუფის შესახებ უამბობს, რომლის წევრები ენერგეტიკული ვამპირები არიან და ნადირობენ “ნათების” ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებზე. გოგონა შემთხვევით თვითმხილველი ხდება სექტის მიერ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობისა, შემდეგ თავად ხდება მათი სამიზნე. რის შემდეგაც გოგონა დასახმარებლად დენის მიმართავს , რის შემდეგაც ისინი იდულამ ჯგუფს ერთიანი ძალებით უპირისპირდებიან.სტივენ კინგი პორტლენდში, მეინის შტატში, 1947 წლის 21 სექტემბერს დონალდ ედვინ კინგისა და ნელი რუთ პილსბურის ოჯახში დაიბადა. მწერლის კარიერა 1959 წელს დაიწყო, როდესაც უფროს ძმასთან ერთად , ადგილობრივი, საქალაქო გაზეთის გამოცემა დაიწყო. 1960 წელს მან 18 მოთხრობისგან შემდგარი კრებული გამოუშვა სახელწოდებით „ხალხი, ადგილები და რამეები—ტომ!“ .ერთი წლის თავზე გამოიცა წიგნის მეორე ნაწილი „ვარსკვლავური დამპყრობნი“.
მწერალს გაყიდული აქვს მისი წიგნების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი და კარგად ცნობილია საშინელებათა ლიტერატურის ჟანრში, რომელშიც ჟანრის ისტორიის საფუძვლიანი ცოდნით გამოირჩევა. მას ასევე დაწერილი აქვს არაერთი სასცენო ტექსტი როგორც ფანტასტიკის, ასევე არაფანტასტიკურ ჟანრში.კინგი ასევე ავტორია ტელესცენარებისა, მათ შორის, კომიკურ ჟანრში.
კინგმა 2009 წლის 19 ნოემბერს თავისი რომანის გუმბათის ქვეშ სარეკლამო ტურის დროს გაააჟღერა თავისი 1977 წლის რომანის “ნათების“ გაგრძელების იდეა. მოგვიანებით, 2009 წლის 1 დეკემბერს, კინგმა გამოაქვეყნა გამოკითხვა თავის ოფიციალურ ვებსაიტზე, სადაც ავტორი ვიზიტორებს სთხოვდა მიეცათ ხმა თუ რომელი წიგნი უნდა დაეწერა შემდეგი, ექიმი ძილი თუ ბნელი კოშკის რომანის გაგრძელება:
კენჭისყრა დასრულდა 2009 წლის 31 დეკემბერს , სადაც ექიმმა ძილმა გაიმარჯვა გამოკითხვაში 5,861 ხმით 5,812-ის წინააღმდეგ.რომანის კინოადაპტაცია 2019 წელს , მაიკ ფლენეგანის რეჟისორობით განხორციელდა , სადაც მთავარ როლს ევან მაკგრეგორი ასრულებს .წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.