უკრაინელმა დამცველებმა ხერსონის ოლქის სოფლები, პრავდინე და კალინივსკე გაათავისუფლეს. უკრიანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები პრავდინეში შევიდნენ და რუსებმა სოფელი 8-9 ნოემბრის ღამეს დატოვეს. იქამდე კი დასახლებებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.
რაც შეეხება კალინივსკეს, ის უკრაინელებმა ოთხშაბათს გაათავისუფლეს. ახალი გათავისუფლებული დასახლებების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა „ტელეგრამ“ არხები აქვეყნებენ ვიდეოებს, სადაც ჩანს, რომ უკრაინელი სამხედროები პრავდინესა და კალინივსკეში იმყოფებიან.
კალინივსკეში უკვე უკრაინის დროშა აღმართეს.