პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა გამოაცხადა. მას ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს. უწყების ცნობით, დაზარალებულია დაახლოებით 47 ადამიანია. ადვოკატის განმარტებით, ვაჟა მელაძე სავარაუდოდ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება და თავშესაფრის მოთხოვნით რამდენიმე ქვეყანას მიმართავს. პალიტრა ვიდეოს ჟურნალისტმა ნინი ქობალიამ პროკურატურის ოფიციალურ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ბრალდებული ექსკლუზიურად ჩაწერა.