2023 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ყველა სიგარეტის შეფუთვა სადა და ერთგვაროვანი უნდა გახდეს. რეგულაციის დარღვევაზე კი ჯარიმა 5 ათასი ლარი იქნება. კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციას.
ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღნიშნული რეგულაციის 1-ლი იანვრიდან ამოქმედება, თამბაქოს ნაწარმის სერიოზულ დეფიციტს გამოიწვევს და არც ისაა გამორიცხული რომ ბაზრიდან თამბაქოს ნაწარმი გაქრეს, რადგან ბიზნესი 2 თვეში პროცესების გადაწყობას ვერ შეძლებს, მით უფრო იმ პირობებში როცა რუსეთი-უკრაინის ომი ჯერ კიდევ მიმდინარეა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის 80%-ზე მეტი სწორედ უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა. ომის დაწყების შემდეგ კი მათ საქმიანობა ფაქტობრივად შეაჩერეს და თამბაქოს იმპორტიორებს საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების გადაწყობა მოუწიათ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი აღნიშნული რეგულაციის გადავადების წინააღმდეგია.
როგორია ვითარება დღეს თამბაქოს ინდუსტრიაში, რა გამოწვევებია და რა მოლოდინები უნდა გვქონდეს - "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე