დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში "7 ნოემბრის საქმეზე" მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესია ჩანიშნული, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სხდომა სავარაუდოდ გადაიდება.
ადვოკატების ცნობით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა. საექსპერტო დასკვნა კი, რომელზეც ცენტრი "ემპათია" და უცხოელი სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.