ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა ტვიტერი იყიდა ვარსკვლავები ტოვებენ სივრცეს.
ჯიჯი ჰადიდი ტოვებს Twitter-ს: ეს არის „სიძულვილისა და ფანატიზმის საბადო, ეს არის ადგილი, სადაც არ მინდა ვიყო, არავისთვის არის ტვიტერი უსაფრთხო“.
27 წლის სუპერმოდელმა ჯიჯი ჰადიდმა ინსტაგრამზე განაცხადა, რომ ტოვებს Twitter-ს ილონ მასკის მმართველობის შემდეგ და სოციალურ მედიას "სიძულვილისა და ფანატიზმის საბადო" უწოდა.
მან პლატფორმაზე თავის თაყვანისმცემლებს ბოდიში მოუხადა და დაწერა, რომ უყვარდა მათთან ურთიერთობა თუმცა არ მიიჩნევს უსაფრთხოდ „ტვიტერს“.
„ტვიტერი“ მსოფლიოს შესახებ ინფორმაციის ყველაზე ზუსტი წყარო უნდა გახდეს. ეს არის ჩვენი მისია, ამის შესახებ ამერიკელმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა განაცხადა.მ ისი თქმით, სიტყვის თავისუფლების უფლება ყველანაირ ინფორმაციაზე გავრცელდება.
ილონ მასკმა „ტვიტერის“ 44 მილიარდ დოლარად შესყიდვის შესახებ შეთანხმება დაასრულა. შეძენისთანავე მან დაითხოვა დირექტორთა საბჭო, რითაც კომპანიაზე კონტროლი გააძლიერა.