საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მესამე მატჩს დღეს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში ავსტრიას დაუპირისპირდება.
მეინ-რაუნდის მეორე საშინაო შეხვედრისთვის 16 ფეხბურთელი ემზადება, საბოლოო განაცხადი კი 14 მოთამაშისგან დაკომპლექტდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ივარჯიშა.
მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება, შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.