კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიტანელმა სამედიცინო ექსპერტმა კორნელიუს კატონამ მოინახულა. როგორც ცნობილია, ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილს დამატებითი სახის გამოკვლევები ჩაუტარა, თუმცა უცნობია კონკრეტულად რა გამოკვლევბზეა საუბარი, რადგან უცხოელმა ექსპერტმა კლინიკა ,,ვივამედი" ისე დატოვა, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.