საჩხერეში ტყე გადაიხურა, 12 ჰექტარი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს 49 წლიანი იჯარით გადაეცა. როგორც ეროვნულმა სატყეო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, აღნიშნული იჯარა ტყით სარგებლობის უფლების მოპოვებისთვის, კერძოდ კი ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის უფლებისთვის გაიცა. ამ სამუშაობისთვის ივანიშვილის ოჯახმა ტყე შემოღობა და ნაწილი გადახურა ე.წ. კაპრონის ბადით.
"მწვანე ზონის" პირველი ბლოკის სტუმარია, კახა არცივაძე – სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ნაკრესის“ გამგეობის წევრი.
ორი კვირის წინ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა. კანონპროექტი მიზნად ისახავს ადამინისა და ცხოველებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას - რას უპირებენ რეალურად პატრონიან და მიუსაფარ ცხოველებს? რა შეიცვალა პარლამენტში ხმაურიანი გახილვის შემდეგ? "მწვანე ზონის" მეორე ბლოკის სტუმრები არიან - ია სირანაშვილი ადვოკატი, ცხოველთა უფლებების დამცველი და მარიკა ჩხიკვიშვილი, ვეტერინარი