"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" რუსეთ-უკრაინის ომის გავლენასა და რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება.
ანგარიშის თანახმად მიმდინარე წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზე 10-ჯერ მეტია.
საქართველოში სულ 17 000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა. ამავე ანგარიშის მიხედვით 2022 წლის 9 თვეში რუსეთიდან საქართველოში მილიარდ 135 მილიონი დოლარი გამოიგზავნა, რაც წინა წლების მთლიანი წლის მაჩვენებელზე მეტია.