კლინიკა ვივა მედში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ემპათიის ხელმძღვანელთან ერთად ბრიტანელი ექსპერტი შევიდა. კორნელიუს კატონას კვლევის ძირითადი მიმართულება ყოფილი პრეზიდენტის ფსიქიკური მდგომარეობაა. ემპათიის ხელმძღვანელის განმრტებით, ექსპერტები დიაგნოზებზე საჯაროდ საუბარს არ აპირებენ. ექსპერტიზის პირველი შედეგები დაახლოებით 18 ნოემბერს იქნება ცნობილი.