როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშგებიდან ირკვევა, 14 კომერციული ბანკიდან ზარალზე 3 ბანკი გავიდა, ესენია: „სილქ ბანკი“, „ვითიბი ბანკი“ და „პაშა“ ბანკი. სხვათა შორის ეს ბანკები 1-ლი და მე-2 კვარტლის მაჩვენებლებითაც ზარალზე იყვნენ. მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში მოგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ორ დიდ ბანკზე - „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკზე“ მოდის. კერძოდ, „თიბისის“ მოგებამ საანგარიშო პერიოდში 749 486 054 ლარი შეადგინა; „საქართველოს ბანკს“ კი, 654 370 298 ლარის ოდენობის მოგება ჰქონდა.