საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში, შეხვედრა გამართა ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირთან, რომელთანაც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისლანდიის პრემიერმა შეხვედრისას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ისლანდიის საქმიანობის პრიორიტეტები დაასახელა: გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, კლიმატის ცვლილების საკითხი.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, გენდერული საკითხები საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია და ის ევროკავშირის 12 რეკომენდაციაშიცაა მოცემული.