შვეიცარიის ქალაქ ნიონში კონფერენს ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც გიორგი წიტაიშვილისა და ნიკა კვეკვესკირის "ლეხის" მეტოქე გაირკვა. პოზნანელთა მოწინააღმდეგე ნორვეგიული "ბოდო გლიმტი" იქნება.
დანარჩენი 1/16-ფინალური წყვილები კი ასე გამოიყურება:ყარაბახი - გენტიტრაბზონსპორი - ბაზელილაციო - კლუჟიბრაგა - ფიორენტინააეკი - დნიპრო 1შერიფი - პარტიზანილუდოგორეცი - ანდერლეხტი
შეგახსენებთ, რომ ქართველების "სლოვანმა", რომლის ღირსებასაც გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა იცავენ, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ამიტომ გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვება.