შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ლიგის მერვედფინალის პირველი ნაწილის წილისყრა გაიმართა.
ტურნირის მერვედფინალური ეტაპი ორ ნაწილად გაიმართება - პირველ ნაწილში ერთმანეთს შეხვდებიან ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორეადგილოსნები და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნები.
გუნდები მერვედფინალური ეტაპის პირველ ნაწილში ასე დაწყვილდნენ:ბარსელონა - მანჩესტერ იუნაიტედიიუვენტუსი - ნანტისპორტინგი - მიდტიულანდიშახტარი - რენიაიაქსი - უნიონილევერკუზენი - მონაკოსევილია - ეინდჰოვენიზალცბურგი - რომა
პირველი მატჩები 16 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებით – 23 თებერვალს.
შემდეგ იქნება მერვედფინალის მეორე ნაწილი, რომელშიც შეხვდებიან პირველ ნაწილში გამარჯვებული რვა გუნდი და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული, ესენია არსენალი, ფენერბაჰჩე, ბეტისი, სენტ ჟილი, სოსიედადი, ფეიენოორდი, ფრაიბურგი და ფერენცვაროში.
ამ ნაწილის წილისყრა 24 თებერვალს გაიმართება.