შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა გაიმართა. ყველაზე პრესტიჟული საკლუბი ტურნირის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი აინტრახტის ფრანკფურტს დაუპირისპირდება.
დანარჩენი გუნდები კი პლეი ოფის პირველ ეტაპზე ასე დაწყვილდნენ: ლაიპციგი მანჩესტერ სიტი შეხვდება, ბრიუგე ბენფიკა დაუპირისპრიდება, განმეორდება გასული სეზონის ფინალი - ლივერპული რეალს შეერკინება, მილანი ტოტენჰემთან მოსინჯავს ძალებს, დორტმუნდი ჩელსის შეხვდება, მილანის ინტერი პორტუს დაუპირისპირდება, ხოლო პარი სენ-ჟერმენი ბაიერნის დამარცხებას შეეცდება.
ცნობისთვის, პირველი მატჩები 14-15 და 21-22 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები – 7-8 და 14-15 მარტს ჩატარდება.