აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან ვაშინგტონში შეხვდა.
შეხვედრისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ შშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
შეხვედრისას აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები და გამართონ მორიგი შეხვედრა უახლოეს კვირებში.
ორივე მინისტრმა გამოხატა მადლიერება ამერიკულ მხარის მიმართ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის.