საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის მისაღწევად ევროპის საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობა - აღნიშნული საკითხები სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან პირისპირ შეხვედრისას განიხილა.
სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ არცერთი დემოკრატია არ არის სრულყოფილი, თუმცა საქართველო იმსახურებს კანდიდატობის სტატუსს და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ პარტნიორებისაგან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.