საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, IRI-ს კვლევები რეალურ სურათს არ ასახავს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, კვლევებში ყველაზე მეტად პერსონალური მონაცემებია გაყალბებული, რადგან მისი თქმით პატრიარქს გაცილებით მეტი რეიტინგი აქვს ვიდრე 82%, ისევე, როგორც კახი კალაძეს , მისივე თქმით, აღნიშნულ კვლევებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ჯგუფები ახორციელებენ.