ამერიკელი ექსპერტების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა მის უფლებადამცველებს გადასცეს.
ამის შესახებ "პალიტრანიუსს" მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, დასკვნის შინაარსზე ჯერ ვერ ისაუბრებს, მომზადებულ დასკვნას საზოგადოებას 20 ნოემბრისთვის წარუდგენენ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოში ხვალ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა ჩამოვა, რომელიც კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილს კვლევებს ჩაუტარებს.
ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელის გადავადების ნაცვლად, მისი გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა, გახდეს. აღნიშნულის შესახებ ჯიშკარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.