უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია საქართველოს მთავრობას საპოლიციო წესის აღსადგენად საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღებას სთხოვს, ამის შესახებ გაერთიანების მიერ მთავრობისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამია.
ასოციაციის მიმართვაში აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების გააქტიურებულმა მიგრაციამ, საქართველოში გასაქირავებელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს პრობლემები შეუქმნა.
უფრო კონკრეტულად, რა პრობლემებზეა საუბარი და რა მექანიზმი აქვს ქვეყანას საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, თემაზე ვრცლად სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია "უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის" თავმჯდომარე ვაჟა მებაღიშვილი