რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა რუსების საზღვარგარეთ მოგზაურობის რაოდენობა გამოავლინა. სტატისტიკის თანახმად, ბოლო თვეებში რუსების მოგზაურობა საზღვარგარეთ თითმის გაორმაგდა.
ივლისიდან სექტემბრამდე მონაკვეთში ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და სომხეთმა რუსეთის მოქალაქეების შესვლის მხრივ ხუთწლიანი რეკორდი მოხსნა. რეიტინგის ლიდერები კი თურქეთი, საქართველო და ფინეთი არიან. ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით რუსების საზღვარგარეთ მოგზაურობის რაოდენობამ თითქმის 8 მილიონს მიაღწია, რაც თითქმის ორჯერ მეტია წლის მეორე კვარტალთან შედარებით. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სტატისტიკით, ივლის-სექტემბერში საქართველოში 461 000-ზე მეტი რუსი გაემგზავრა.
რაც შეეხება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებს, მხოლოდ ივნისში 2021 წელთან შედარებით 503%-ით გაიზარდა ქვეყანაში ჩამოსული რუსების რაოდენობა და 90 ათასი ადამიანი შეადგინა.