გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურ მუშაობას იწყებს საქართველოში ხორბლის წარმოების როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი ზრდის მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით, გიორგი ხანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და კანზასის შტატის უნივერსიტეტის ექსპერტებს შეხვდა.
შეხვედრაზე, სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების და საქართველოსთვის ხორბლის მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაზრდის მიზნით, ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგები განიხილეს.
კვლევის საბოლოო შედეგების საფუძველზე, ექსპერტთა ჯგუფი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხორბლის დაავადებების საკითხზეც, რომელიც მოსავლიანობის გაზრდის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია.