მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 132%-ით გაეზარდა. კერძოდ, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს სექტემბერში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 375 მლნ დოლარს აჭარბებდა, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი შეადგენდა 162 მლნ დოლარის ფარგლებში იყო. ყველაზე მეტი შემოსავალი ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისგან მიიღო - თითქმის 96 მლნ დოლარი. მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე კი უკრაინა. რაც იანვარ-აგვისტოს ჯამურ მონაცემებს, აღნიშნულ პერიოდში საქართველომ ტურიზმიდან 2 მილიარდ 142 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიურ ჭრილში შემოსავლები 204%-ითაა გაზრდილი