მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 809 712 ერთეული სესხი გასცეს, რაც ჯამურად მილიარდ 528 მლნ ლარს აღწევს. აქედან მლრდ 498 მილიონი ლარი ფიზიკურ პირებზე გაიცა, ხოლო - 29 მილიონ ლარზე მეტი იურიდიულ პირებზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ მისო-ების პორტფელის 75% ლომბარდულ სესხებზე მოდის, მეორე ადგილზეა სამომხმარებლო სესხიდა შემდეგ - განვადება.
ასევე საინტერესოა რამდენი ადამიანია დასაქმებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მისო-ებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 4 143-ს შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ, 48 ადამიანით არის შემცირებული დასაქმებულთა რაოდენობა. ყველაზე მეტ ადამიანს „კრისტალი“ ასაქმებს. შემდეგ მოდის "რიკო ექსპრესი“. მესამე ადგილზე კი ყველაზე მეტი დასაქმებულით "სვის კაპიტალია"