სამუშაო დროის აღრიცხვის არსებულ პრაქტიკაზე ჯანდაცვის სამინისტროში იმსჯელეს. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში შესული ტენიკური ცვლილებები ძალაში 8 ნოემბრიდან შედის, რის გამოც სამმხრივი კომისიის ფორმატში ცვლილებები კიდევ ერთხელ განიხილეს.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები და პროფესიული კავშირების გაერთიანება ესწრებოდნენ.
ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, ყველა კომპანია ვალდებულია აღრიცხოს თანამშრომელთა ნამუშევარი საათები, რათა ზუსტად განისაზღვროს ხელფასის, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნისა და შვებულების ანაზღაურების ოდენობა.