იაპონიის დედაქალაქში შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო.
ვიზიტის ფარგლებში, დღის მანძილზე, შეხვედრები გაიმართება იაპონიის წარმომადგენელთა პალატასა და ქვედა პალატის ხელმძღვანელებთან. შეხვედრების მიზანი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეოკუპაციის პოლიტიკის მხარდაჭერა იქნება. საუბარი შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებას.