აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „დემოკრატებს“ ამერიკა კომუნიზმისკენ მიჰყავთ. ამის შესახებ ტრამპმა მაიამიში ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს განაცხადა.
ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა დააყენოს.
შეგახსენებთ, აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება.
მედიის ინფორმაციით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ დემოკრატები, სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დაკარგავენ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 40 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.