ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სკანდალური სასამართლო დავის დასრულების შემდეგ, დეპი სამსახიობო საქმიანობას დაუბრუნდა. უახლოეს პროექტებს შორისაა მაივენ ლე ბესკოს მიერ გადაღებული ფილმი „ჟანა დიუ ბარი“, სადაც ჯონი დეპი ლუდოვიკო XV-ის როლს ასრულებს. ინტერნეტში უკვე გავრცელდა პირველი კადრი ახალი ფილმიდან, სადაც გრიმის წყალობით, დეპის ცნობა შეუძლებელია.
ფილმი ჟანა დიუ ბარის ისტორიას გვიყვება, რომელიც 1743 წელს მკერავების ოჯახში დაიბადა. უდიდესი მომხიბვლელობისა და შარმის წყალობით, ის წლების შემდეგ მეფე ლუი XV-ის ფავორიტი გახდა.