ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე, უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკანონოდ დაკავებულს ე.წ. ბრალი ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ფაქტზე ედება. გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.