უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინამ წლის ბოლომდე, შესაძლოა, რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღოს. მისი თქმით, როგორც წესი უკრაინული მხარე მიწოდებულ იარაღთან დაკავშირებით ინფორმაციას წინასწარ არ ავრცელებს, ამ ეტაპზე მუშაობა ბევრ რამეზე მიმდინარეობს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებზეც. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით გარკვეული შთანხმებები უკვე მიღწეულია.