"ჩვენი შრომა 20 ლარი არ ღირს - გაიზარდოს მინიმალური ხელფასი“ ამ ლოზუნგით, ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრმა მშრალ ხიდზე აქცია პერფორმანსი გამართა, რომელსაც პარტია “ანა დოლიძე ხალხისთვის” თბილისის საკრწბულოს წევრი ნინო წულაძეც შეუერთდა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, უკვე წლებია საქართველოში თვიური მინიმალური ხელფასი 20 ლარია და ეს, არც ღირსეული და არც რეალური ანაზღაურებაა. აქციის მონაწილეების , მთავარი მოთხოვნა გაწეული შრომისთვის, სამართლიანი რეალური, მინიმალური ხელფასის განსაზღვრაა.