“ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს მხრიდან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მცდელობას უარყოფითად აფასებს. ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ევროკომისიის ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. ის ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოვლენები სახელმწიფოებრივად უმძიმესი შედეგების მატარებელია.