უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციაში მონაწილეობისთვის მობილიზებული რუსების რაოდენობამ მოხალისეების თავდადების წყალობით 318 000-ს მიაღწია, -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ჯარებში საბრძოლო ამოცანებს უკვე ასრულებს 49 ათასი ადამიანი, დანარჩენი კი წვრთნებით არიან დაკავებული.