საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე, ვინაიდან სხვადასხვა ლოკაციაზე არა რეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობა და მათ მიერ ვალუტის გადაცვლის ოპერაციების უნებართვოდ წარმოების ფაქტები დაფიქსრიდა. ეროვნული ბანკი მოსახლეობას მიმართავს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.