ახალი დეტალები მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, გიორგი ბეროზაშვილის საქმეში. ფარულ აუდიო ჩანაწერში ბრალდებული ყვება, როგორ დაგეგმა მკვლელობა რამდენიმე დღით ადრე, სადაც ასევე აცხადებს რომ მამასთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან ბანკიდან სესხი აიღო. ყოფილი პოლიციელის თქმით, მშობლები სხვადასხვა ოთახში იყვნენ, ჯერ მამა მოკლა, შემდეგ დედასთან შევიდა, „ცოტა შეფხიზლებული მოეჩვენა, შეეშინდა და ისიც მოკლა“.