საქართველოს მესამე პრეზიდენტს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა მის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი საუბრობს. მისი თქმით მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს თუ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ. ის ასევე აცხადებს რომ ექს პრეზიდენტს კვლავ ტემპერატურა აქვს, რაც სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ინფექციურ-ინტოქსიკაციური პროცესი მიმდინარეობს.