რუსმა ოკუპანტებმა ბოლო დღე-ღამეში 840 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. განადგურებულია 28 ჯავშანმანქანა. უწყების ცნობით, რუსებმა ყველაზე მეტი დანაკარგი ლიმანის და ავდიივკას მიმართულებებით განიცადეს.