მსოფლიოში ნავთობის ღირებულება იზრდება. გასულ 24 საათში ნავთობის ფასი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ღირებულება 97 დოლარს აღწევს. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Ural-ის მარკის ნავთობის ღირებულება 77 დოლარს აჭარბებს. ნავთობის გაძვირება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესებასთანაა დაკავშირებული. საუდის არაბეთის დაზვერვის ინფორმაციით, კრიტიკულადაა გაზრდილი ირანის მიერ სარაკეტო შეტევის განხორციელების რისკები, რომლის სამიზნეც, სავარაუდოდ, არაბეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ნავთობის გადამამუშავებელი ობიექტებიც იქნება.
მოგეხსენებათ, საუდის არაბეთი OPEC-ის დე-ფაქტო ლიდერი და უმსხვილესი ნავთობექსპორტიორია, შესაბამისად, მისი შეფერხება ბირჟაზე ფასების ზრდას იწვევს.
რა მდგომარეობა საქართველოში საწვავის ბაზარზე და მოსალოდნელია თუ არა ფასების მატება - "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი