საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის, გასაღებისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე 18 პირს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა.
გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 18 პირი, ფულადი თანხის სანაცვლოდ, სისტემატიურად ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. მათივე ცნობით, ასევე 7 ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.