ჟერარ პიკე ფეხბურთიდან მიდის - ბარსელონას ფეხბურთელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ემოციურ, 2-წუთიან ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"ადრეც მითქვამს, რომ ბარსას შემდეგ არ იქნებოდა სხვა არცერთი კლუბი. და ზუსტად ასე იქნება. ამ შაბათს "კამპ ნოუზე" ჩემი ბოლო თამაშია",- "თქვენ მე კარგად მიცნობთ, აუცილებლად დავბრუნდები. ერთმანეთს "კამპ ნოუზე" ვნახავთ", - განაცხადა ესპანელმა მცველმა. 36 წლის პიკემ დაბრუნებაში ფეხბურთელობა არ იგულისხმა - ესპანური მედიის ცნობით, მომავალში პიკე საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” პრეზიდენტობას უმიზნებს.
შაბათს ბარსელონა ალმერიას მასპინძლობს, ჟერარ პიკე, "კამპ ნოუზე" უკანასკნელად ითამაშებს, შემდეგ ხუთშაბათს კი ის ალბათ კარიერის ბოლო მატჩს სტუმრად ოსასუნასთან გამართავს.
ცნობისთვის, ჟერარ პიკემ ლა ლიგა 8-ჯერ მოიგო, ერთხელ კი ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა, 4-ჯერ მან ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო, 7-ჯერ სამეფო თასი, 2-ჯერ უეფას სუპერთასი, 6-ჯერ ესპანეთის სუპერთასი და 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
გარდა ამისა, პიკე 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია, ერთხელ კი მან ერთა ლიგაც მოიგო.
კატალონიელმა პროფესიული კარიერის განმავლობაში კარიერაში 666 მატჩი ჩაატარა, აქედან 615 ბარსელონაში და 57 გოლი გაიტანა.