ცნობილი იტალიური გამოცემის, კორიერე დელო სპორტის ინფორმაციით, ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაძარცვეს.
„გამოცემის ცნობით, კვარაცხელია ნეაპოლში საკუთარ სახლში გაქურდეს. ქურდებმა მისი ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს. ამ დროისთვის ხვიჩა შინ იყო, მაგრამ ვერაფერი შენიშნა. ქართველმა ტალანტმა პოლიციაში საჩივარი უკვე შეიტანა. საბედნიეროდ, თავად ხვიჩა არ დაზიანებულა და გუშინ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნეაპოლის პოლიციამ ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი Mini Countryman-ი, რომელიც გუშინ მოპარეს, ქალაქის გარეუბანში გუშინვე საღამოს აღმოაჩინა. კორიერე დელო სპორტის ცნობით, მანქანის მოპარვის მომენტში ფეხბურთელს სახლის პირველ სართულზე ეძინა და მან ვერაფერი გაიგო.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პირველი მოთამაშე არ არის, რომელიც იტალიაში გაძარცვეს. წლების წინ, იტალიაში თამაშის დროს, ლევან მჭედლიძეც დააყაჩაღეს და მისი სახლიდან კომპიუტერის გარდა, ფულადი თანხაც მოიპარეს.