ორბელიანების სასახლეში დიპლომატის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველი ელჩები, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები ესწრებოდნენ. სასახლეში ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტაციის გამოფენა გაიმართა, რომელიც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა