პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენას ასრულებს.
4 ნოემბერს ამ დღის წესრიგით კომიტეტის ბოლო სხდომა გაიმართება, სადაც ომბუდსმენობის მსურველ სამ კანდიდატს: - გიორგი ცობეხიას, იაგო ხვიჩიასა და ნაზი ჯანეზაშვილს მოუსმენენ.
სავარაუდოდ, დღესვე კომიტეტი საკუთარ დასკვნას წარადგენს.
სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში განაცხადი 19 პირმა შეიტანა, მათგან ორმა - ჯემალ ნათელაშვილმა და ნიკოლოზ ნიკოლაძე კანდიდატურები მოხსნეს.
სახალხო დამცველის არჩევას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.